ახალი ამბები
ქუთაისში ტურისტული ლოგოს შესარჩევი კონკურსი მომავალ კვირას დასრულდება
FaceBook
კონკურსი მეორედ, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გამოცხადდა.


ქუთაისის მერიაში ქალაქის ტურისტული ლოგოს და სლოგანის შესარჩევი კონკურსი მომავალ კვირას დასრულდება. კონკურსი მეორედ, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გამოცხადდა.

მერიის მიერ მეორედ გამოცხადებულ საკონკურსო პირობებში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, გაორმაგებული იქნება კონკურსში გამარჯვებული მონაწილისთვის თანხის ოდენობა, რომელიც 900 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდა. ასევე, საჯარო იქნება კონკურსანტების მიერ წარდგენილი სლოგანები და ლოგოები. მესამე ცვლილება კონკურსში მოქალაქეების ჩართულობას შეეხება.

ქუთაისის მერიამ ქალაქის ახალი ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად პირველად კონკურსი მიმდინარე წლის ივლისში გამოაცხადა. საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული ლოგო გამოავლინა. თუმცა, ის საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის გამო ქალაქის მერმა არ დაამტკიცა.



ამავე თემაზე: 

ქუთაისის მერმა ქალაქის ტურისტული ლოგო არ დაამტკიცა

ქუთაისს ახალი ლოგო აქვს

ქუთაისს ტურისტული ლოგო და სლოგანი ექნება

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნისთვის მერიამ კონკურსი გამოაცხადა

როგორი უნდა იყოს ქუთაისის ლოგო და სლოგანი - დისკუსია ქუთაისიპოსტი (ვიდეო)

Print