ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა.


რეგიონის კოვიდ კლინიკებში 273 პაციენტი მკურნალობს. მათგან 73 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი.

თვითიზოლაციაში 897 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 422 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 218-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 158 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 784-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 691 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 169 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 254 პისიარ ტესტით.

Print