ახალი ამბები
ზღაპარი ჰეპი ენდის გარეშე - ქუთაისის თოჯინების თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
FaceBook
"Მახინჯი იხვის ჭუკი"- ერთ-ერთი პირველი პრემიერა იქნება, რომელსაც პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ,ქუთაისის თოჯინების თეატრში შესთავაზებენ მაყურებელს.


სპექტაკლის რეჟისორი ნინო მაღლაკელიძეა. "მახინჯი იხვის ჭუკი" მისი პირველი სპექტაკლია ქუთაისის თოჯინების თეატრში.

პრემიერა აპრილის შუა რიცხვებში გაიმართება, სადაც მაყურებელს ანდერსენის ზღაპრის უჩვეულო ინტერპრეტაციას შესთავაზებენ. Როგორც ფორმის ისე შინაარსის მხრივ.

„Ჩვენ არ გვექნება ჰეპი ენდი, როგორც ანდერსენის ზღაპარშია. ჯერ არ მინდა ამის ბოლომდე თქმა, თუმცა სპექტაკლის მთავარი "კოზირი" ფინალში ცხადდება, მთელი სათქმელი ფინალში იყრის თავს", - ამბობს ნინო მაღლაკელიძე.

Ნინო მაღლაკელიძისეულ იხვის ჭუკს სხვა თავგადასავალი ელოდება. Ნაკლებ ზღაპრული, უფრო მეტად რეალური სამყაროს კანონების შესაფერისი.

."იხვის ჭუკი ვერც ერთ სამყაროში ვერ პოულობს თავის ადგილს. ვერც ყოფით სამყაროში, ვერც უსიერ ტყეში, ბოლოს ხელოვნებაში იპოვის, თუმცა იქაც მარტო რჩება", - ამბობს რეჟისორი.

სპექტაკლში პერსონაჟებიც უჩვეულო იქნება თოჯინების ნაწილი სამზარეულოს ნივთებიდან არის შექმნილი.ნაწილი - ხისგან.

Ნინო მაღლაკელიძემ ქუთაისელ პუბლიკას თავი სპექტაკლით "ქარი ქრის ვერხვებში" გააცნო. სპექტაკლი საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ. 2020 წლის საუკეთესო სპექტაკლად აღიარა.

თოჯინების თეატრი სპექტაკლების ჩვენებას 3 აპრილიდან განაახლებს.

Print