ახალი ამბები
გოგი წულაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მისი უფლებადამცველის ვალერი გელბახიანის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდება.

"ეს ნიშნავს, იმას, რომ გოგი წულაია, არის პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი. ის სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ არათუ სექსუალურ ძალადობას, შეთავაზებსაც კი არ ქონია ადგილი. ეს გამოჩნდა იმ ჩანაწერებში, რომელიც დღეს იქნა სასამრთლოში წარდგენილი", - ამბობს ადვოკატი.

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. გამოძიება თავდაპირვეალდ სისხლის სამართლის 126-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა 138-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გოგი წულაიამ რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ჯესტი გამოიყენა.

მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.


ამავე თემაზე:

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო
გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა
გოგი წულაიას პროკურატურა ბრალს დღეს წაუყენებს

გოგი წულაია დააკავეს


Print