ახალი ამბები
გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო
FaceBook
გოგი წულაიამ პროტესტის ნიშნად წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.

ის არ ეთანხმება ბრალდებას, რომელიც პროკურატურამ 18 მარტს წაუყენა.

უწყება მას ქალის მიმართ სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას ედავება, ბრალის დამტკიცების შეთხვევაში  4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ძალადობაში ბრალდებულის უფლებადამცველის ვალერი გელბახიანის განმარტებით, წულაია პროვოკაციის მსხვერპლია.

"ეს არის შეთითხნილი ბრალდება, რომლის მტკიცებულება არ არსებობს", - აცხადებს ადვოკატი.

გოგი წულაიას აღკვეთ ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. გამოძიება თავდაპირვეალდ სისხლის სამართლის 126-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა 138-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გოგი წულაიამ რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ჯესტი გამოიყენა.

მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.


ამავე თემაზე:


Print