ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 264 პაციენტი მკურნალობს. მათგან 73 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი.

თვითიზოლაციაში 739 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 796-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 269 626-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 683 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 912 პისიარ ტესტით.

18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.51 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.37%.
Print