ახალი ამბები
საქართველოში ვაქცინაცია არ შეჩერდება
FaceBook

„ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება,


- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ევროპის წამლის სააგენტოსგან სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ, რომ „ასტრაზენეკას“მიმართ გაკეთებული დასკვნა, რომლის თანახმადაც, ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს მეტი სარგებელი ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერდეს „ასტრაზენეკას“ მოხმარება.

აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს 15 წუთის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია დღეს განუვითარდა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.

 

Print