ახალი ამბები
Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ზაფხულის სეზონის ფრენების ნაწილი გააუქმა
20:45 / 18.03.2021
უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა
ქუთაისის აეროპორტიდან 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი
გააუქმა.
კომპანიის განცხადებით, გაუქმდა ფრენები გერმანიის და იტალიის
მიმართულებით. კერძოდ ქალაქებში - ბერლინში, დრტმუნდში, მიუნხენში,
ასევე მილანსა და რომში აღარ შესრულდება რეისები.
Wizz Air-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი COVID-19-ით
გამოწვეული საერთაშორისო შეზღუდვები და კონკრეტულად კი ევროკავშირის
ახალი რეგულაციებია. იტალიაში covid-19-ის შემთხვევების მატების გამო,
15 მარტიდან ახალი ლოქდაუნი გამოცხადდა.
ქვეყანაში კარანტინის გარეშე ესვლა მხოლოდ შენგენის ზონის ქვეყნებიდან
არის შესაძლებელი, რისთვისაც მათ 48 საათის ვადის ნეგატიური
covid-19-ის ტესტი ესაჭიროებათ. გერმანიაში შესვლაც ამჟამად შენგენის
ზონის ქვეყნებიდან და EU-ს მიერ დადგენილი "უსაფრთხო ქვეყნებიდან"
არის შესაძლებელი.
გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ანდრაშ რადო,
Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
"საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები
სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა
და გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება.
Wizz Air-მა ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე
მიმართულებით შეაჩერა.
ამ ცვლილების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ
შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის,
თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნების ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე
დაბრუნების შესახებ,"- განაცხადა ანდრაშ რადომ.
ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, Wizz Air-ს ფრენების განახლებასთან
დაკავშირებით შეტანილი აქვს განაცხადი საქართველოს სამოქალაქო
ავიაციის სააგენტოში და იმედოვნებენ, რომ რეგულაციები და შეზღუდვები
მისცემთ შესაძლებლობას, მალე განაახლონ ოპერირება ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტიდან.
წყარო: bm.ge
მასალის გამოყენების პირობები