ახალი ამბები
გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა
FaceBook
პროკურატურამ გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმა.

წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წაუყენეს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკევთა ემუქრება. 

"ეს არის პოლიტიკურად შეთითხნილი ბრალდება, რომელზეც მტკიცებულება არ არსებობს. თავად ბრალდებულიც აცხადებს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული", - ამბობს გოგი წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი. 

მისი თქმით, ბრალდებული პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან.  გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის 126-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა, დღეს ის გადაკვალიფიცირდა. 

გოგი წულაიამ რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ჯესტი გამოიყენა.

მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.


ამავე თემაზე:

გოგი წულაიას პროკურატურა ბრალს დღეს წაუყენებს

გოგი წულაია დააკავეს

 

Print