ახალი ამბები
19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა იქნება დაშვებული
FaceBook
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა იქნება დაშვებული,

პირველი აპრილიდან კი რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს.

"ასევე, მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო- ესპნაეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მასზე მაყურებლის დასწრება, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ძიუდოში გრანდ-სლემი იმართება, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%.
ამ დრომდე ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. 

საქართველოში კოვიდპანდემიის გავრცელების რისკის შემცირების პრევენციის გამო შეზღუდვები  გასული წლის 28 ნოემბერს დაწესდა.  მათი დიდი ნაწილი მარტიდან შემსუბდა.
Print