ახალი ამბები
გოგი წულაია დააკავეს
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს'' ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ,,ქუთაისიპოსტს'' შინაგან საქმეთა სამსახურში დაუდასტურეს.

შსს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული. თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

გოგი წულაიამ რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილის მისამართით უხამსი ჟესტი გამოიყენა.

მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი"  სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.


Print