ახალი ამბები
ქუთაისის მერია 203 მიწის ნაკვეთს საპრივატიზაციოდ გამოიტანს
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, ქალაქის ბალანსზე არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ნუსხა და გეგმა დაამტკიცა.

საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში სულ 400 მიწის ნაკვეთია შესული, აქედან მერია პირველ ეტაპზე 203 ნაკვეთს გაასხვისებს. უძრავ ქონებას აუქციონზე ქუთაისი მერია წელს პირველად გაიტანს.

"ჯერ უნდა დაგვედგინა მიწის ნორმატიული ფასი. ამის  შემდეგ მოხდება ამ ქონების პრივატიზება აუქციონის წესით", - განაცხადა მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა მირზა მამასახლისმა. მისი თქმით, ეს ის მიწის ფართობებია, რომლებზეც მოთხოვნა უკვე არსებობს.

2021 წლის ბიუჯეტში, პრივატიზაციის გეგმის მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ უძრავი ქონების გაყიდვიდან 4 300 000 ლარი უნდა მიიღოს.
Print