ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მერიას სასამართლოში უჩივის
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია  მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, მერიამ არ მიაწოდა აუდიტის სამსახურის დასკვნები, რაც თვითმმართველობაში კორუფციის ფაქტების არსებობას ადასტურებს.

"მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ შიდა აუდიტის დასკვნა საბინაო სამსახურში არსებულ კორუფციაზე, 10 თებერვალს მოვმართეთ მერიას და მოვითხოვეთ ყველა სამსახურის დასკვნა. ერთ თვეზე მეტია ქალაქის მერი გვიმალავს ინფორმაციას. ჩვენ გუშინ გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული საჩივრით და უკვე მივმართავთ სასამართლოსაც. მიგვაჩნია, რომ დასკვნების დამალვით, ქალაქის მერი ადასტურებს მერიაში კორუფციის ფაქტების არსებობას, მალავს ინფორმაციას იმიტომ, რომ არ მოხდეს საფუძვლიანი გამოძიება. ამასობაში, ეს ადამიანები, რომლებიც წლებია ქუთაისელების ფულს ფლანგავენ მერის ხელმძღვანელობით, აგრძელებენ მის მითვისებას და კორუფცია ყვავის ქუთაისში
", - განაცხადა გიგა შუშანიამ

საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.


Print