ახალი ამბები
"ტექნიკა ჯერჯერობით არ მუშაობს"- ხეობის ,,მცველებმა'' ნამოხვანში გადაინაცვლეს
FaceBook
რიონის ხეობაში ნამახვაჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა პროტესტის 141-ე ღამე ქუთაისის ცენტრში გაათენეს.

დღეს, დილით კი, სოფელ ნამახავნში ჰესების მშენებლობის  ადგილზე მივიდნენ.

"ტექნიკა ჯერჯერობით არ მუშაობს, დაპირისპრება ან რაიმე მსგავსი არ ყოფილა. აქაც სიმშვიდეა, დაახლოებით 150 ადამიანი ვართ", - ამბობს რიონის ხეობის "მცველი"  ვარლამ გოლეთიანი.

14 მარტს, ქუთაისში  ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია  გაიმართა.

ხეობის "მცველების" მთავარ მოთხოვნას - კომპანია "ენკამ" დატოვოს ტერიტორია, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადაგომაც დაემატა.

ხეობის მკვიდრების განმარტებით, ნათია თურნავამ ისინი დაამცირა როდესაც 12 მარტს ქუთაისის მერიაში დაგეგმილი შეხვედრიდან 9 წუთში გაიპარა.

ხეობის "მცველებს" მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

მხარეებს შორის დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის ხეობის მცხოვრებლებმა 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს. მათ პროტესტს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ. ამის შემდეგ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გადაწყდა, რომ მხარეები გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხს დეტალურად განიხილავდნენ. თუმცა, 12 მარტის შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ მინისტრები რიონის მკვიდრებთან საუბარს არ აპირებენ.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება.

ამავე თემაზე:

რიონის ხეობის "მცველები" ღამეს ქუთაისის ცენტრში, მანქანებში ათევენ
ქუთაისში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს მანქანებში გაათევენ

რიონის ხეობის ,,მცველები'' ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ

რიონის ხეობის "მცველები" ღამეს ქუთაისის ცენტრში გაათევენ

"არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს"- შსს განცხადება

"თავიდან ვიდექით ხუთი ადამიანი, ახლა ვდგავართ ათასობით“ - ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი აქცია ქუთაისში

ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია დაიწყო

თურქეთის მწვანეები ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ რიონის ხეობის მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებენ

Print