პოლიტიკა
"შეურაცხმყოფელია იმაზედ საუბარი, თითქოსდა ქალაქის მერმა მიმაგზავნა "საშუამავლოდ"
FaceBook
"ჩვეული არ ვარ "შუამავლობებს" და ამას ვერც ვერავინ მაკადრებს და არც მაკადრებს"


არასამთავრობო ორგანიზცია "საზოგადოებრივი დაცვის ცენტრის" დირექტორის, სულხან ქობულაძის ბრალდებას, რომ მისი ცემის საქმეზე მასთნ მერიის თანამშრომელი მანანა მანაგაძე ქალაქის მერის დავალებით მივიდა, მანანა მანაგაძე სოციალური ქსელით ეხმიანება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გამაოცა სულხან ქობულაძის კომენტარმა. ჩვენ წლებია ერთმანეთს ვიცნობთ და ვფიქრობდი, რომ ჩვენ ურთიერთობა უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ნაცნობობა. ვფიქრობდი, რომ მეგობრები ვიყავით. მე ადამიანურად შემაშფოთა იმის გაგებამ, რომ სულხანს შეემთხვა არასასიამოვნო ინციდენტი და როგორც კი ჩამოვედი ბაკურიანიდან, მეორე დღესვე მოვინახულე ყოფილი მეგობარი, აწ უკვე ბატონი სულხან ქობულაძე. ეს იყო ჩემი პირადი ვიზიტი მასთან და აქ არაფერ შუაშია ქალაქის მერი.

ჩემთვის შეურაცხმყოფელია მისი მხრიდან იმაზედ საუბარი, რომ თითქოსდა მე ქალაქის მერმა მიმაგზავნა მასთან "საშუამავლოდ" (და, საერთოდ, ვერ ვხვდები რა შუაშია აქ ქალაქის მერი). მე ჩვეული არ ვარ "შუამავლობებს" და ამას ვერც ვერავინ მაკადრებს და არც მაკადრებს. მე ჩემი პრინციპები გამაჩნია და მეგობრისა და მოყვასის თანადგომა და თანაგრძნობა სწორედაც რომ მნიშვნველოვანია ჩემთვის. ასევე, მნიშვნელოვანია სამართლიანობა და სამართალი, ადამიანის უფლებების დაცვა, რომლებითაც ვცხოვრობდი და ვცხოვრობ დღესაც და თუ ვინმეს მეგობრული ვიზიტი და თუნდაც მეგობრული რჩევა ერთმანეთში ერევა, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი.

კატეგორიულად გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ თითქოსდა მე ქალაქის მერის დავალებით ვურჩიე სულხან ქობულაძეს საქმის გამოძიებაზე ეთქვა უარი. ეს არის სრული სიცრუე და არც თუ კარგი ჟესტი.

მინდა მივმართო მას: სულხან, მე დღესც თანაგიგრძნობ შენ და მიმაჩნია რომ უნდა ჩატარდეს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. მაგრამ ამისათვის სულაც არ იყო საჭირო არასწორი ინტერპრეტირება ჩემი მეგობრული ვიზიტის, თუნდაც მეგობრული რჩევების! არ არის კარგი ტონი! კარგ მთქმელს მართლაც რომ კარგი გამგონე სჭირდება!", - წერს ქუთისის მერიის კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე, მანანა მანაგაძე. 

Print