ახალი ამბები
"არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს"- შსს განცხადება
FaceBook
ქუთაისში, ნამახვანჰესის აქციაზე შეკრებილ ხალხსა და ორგანიზატორებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა:

დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ნამოხვანჰესის მშენებლობის შესახებ იგეგმება მასშტაბური აქცია.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომელიც რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ. ამ მთავარ მოთხოვნას ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადაგომაც დაემატა.

ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, სადაც ადამიანების უპრეცედენტო რაოდენობაა.

რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ეს რიგით მეორე საპროტესტო აქციაა, რომელიც ქუთაისში იმართება.

"Როდესაც საუბარია ხომ არ დავარდება მუხტი, ხომ არ იქნება ნაკლები ადამიანი. Ამის შიში გვაქვს თოთქოს, მაგრამ მიწა მუხტის საკითხი არ არის. ეს არ არის საფეხბურთო მატჩი. ეს არის ქართული მიწის დაცვის საკითხი. ეს არ შეიძლება გავაიგივოთ მუხტთან განწყობებთან.როგორც ერთი რიგითი მცველი და მოსაზღვრე დავდგებით და არ მოგვწყინდება დაცვა", -აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა

Მისი თქმით, ხეობის მცველები არ ებრძვიან ჰესებს. მათი მოთხოვნაა რომ არ იყოს სახელმწიფო და კოლექტიური ინტერესი დათმობილი.

"მოვითხოვთ გამოცხადეეს მორატორიუმიდა ყველა ჩვენთაგანის ჩართულობა მოხდეს ამ პროცესებში", - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ხეობის მცველებს მხარდაჭერას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის თურქი მწვანეებიც უცხადებენ.

რიონის ხეობის მცველების მთავარ მოთხოვნას, რომელიც ჰესების მშენებლობის შეწყვეტას გულისხმობს, კიდევ ერთი მოთხოვნა - ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დაემატა.

ხეობის მკვიდრების განმარტებით, ნათია თურნავამ ისინი დაამცირა როდესაც 12 მარტს ქუთაისის მერიაში დაგეგმილი შეხვედრიდან 9 წუთში გაიპარა.

შეხვედრაზე დეტალურად უნდა განეხილათ ის საკითხები, რომელიც მოსახლეობას ჰესებთან დაკავშირებით აწუხებს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

მხარეებს შორის დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის ხეობის მცხოვრებლებმა 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს. მათ პროტესტს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც შეუერთდნენ. რის შემდეგად მინისტრები პრემიერ-მინისტრის დავალებით ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გადაწყდა, რომ მხარეები გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხს დეტალურად განიხილავდნენ. თუმცა, 12 მარტის შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ მინისტრები რიონის მკვიდრებთან საუბარს არ აპირებენ.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.

Print