ახალი ამბები
მოწოდება ახალგაზრდებს - „ნუ ჩაიქნევთ ხელს, იყავით აქტიურები“
FaceBook
რატომ არიან ახალგაზრდები პასიურები - აღნიშნული კითხვა და პასუხების ძიება იყო მთავარი განსახილველი თემა ქუთაისში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრა „ინტერნიუსი-საქართველოს“ ორგანიზები“ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, პროექტის „ახალგაზრდები სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისათვის“ ფარგლებში.

„ჩვენი მიზანი იყო შევხვედროდით ახალგაზრდებს პირისპირ და გაგვეგო მათი პრობლემები, თუ რატომ არიან ისინი პასიურები. ჩავატარეთ გამოკითხვა, რადგან გაგვეგო მათი პასიურობის მიზეზი, ასევე ის თუ რაში ხედავენ ისინი გამოსავალს. მოვუწოდებ ახალგაზრდებს, ნუ ჩაიქნევთ ხელს და იყავით აქტიურები“ - აცხადებს პროექტის მენეჯერი, ეკატერინე კაკულია.

შეხვედრაზე გამოიკვეთა, რეგიონებიდან ახალგაზრდების გადინების პრობლემა და მათი დაშორება საკუთარ მშობლიურ მხარესთან, რომლის შედეგადაც რეგიონი ვერ ახერხებს განვითარებას.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ფილმების ჩვენება, რომელიც ასახავდა რეგიონებში (და არამარტო რეგიონებში) მცხოვრები ახალგაზრდების პოზიციას დასმული საკითხისადმი.

პროექტში ჩართულია რამდენიმე ასეული ახალგაზრდა.
პროექტი 6 თვეზეა გათვლილი და ის 16 დეკემბერს დასრულდება.
რეზი ბურჯანაძე
Print