ახალი ამბები
"ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კვლევების გადამოწმება არ მოხდება"
FaceBook
„ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება - ამის შესახებ  ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისის  მერიაში "ნამახვანჰესთან"  დაკავშირებული შეხვედრაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.


პროექტის უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის ძირითადი ნაგებობების კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გავაკეთებთ რამოდენიმე პრინციპული კვლევის ხელახალ გადამოწმებას. ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს და სრულიად ღიად მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება. ამ ვალიდაციის შემდეგ, კომპანია იმსჯელებს არის თუ არა პროექტში რაიმე კორექტირება შესატანი.

რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, გზის სამუშაოებს და სხვა კომპონენტებს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. ამასთან, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირ-ბოროტო პროექტს. მესამე შეთანხმების თანახმად, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, ესაა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამით მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული და ეს ასევე სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს“, - განაცხადა  რიონის ხეობის "მცველებთან" ხუთწუთიან შეხვედრაზე ნათია თურნავამ.

მთავრობის წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორთან ერთად, ხეობის მცხოვრებლეს უნდა შეხვედროდნენ და  დეტალურად უნდა განეხილათ ის საკითხები, რომელიც მოსახლეობას ჰესებთან დაკავშირებით აწუხებს. თუმცა, მინისტრებმა შეხვედრა დატოვეს. 

მხარეებს შორის დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის ხეობის  მცხოვრებლებმა 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს. მათ პროტესტში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც შეუერთდნენ. რის შემდეგად მინისტრები პრემიერმინისტრის დავალებით ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გადაწყდა რომ მხარეები  გიგანტური  ჰესების  მშენებლობის საკითხს დეტალურად განიხილავდნენ. თუმცა, დღეს აღმოჩნდა, რომ  მინისტრები რიონის მკვიდრებთან საუბარს არ აპირებენ.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:

"ეს არის მოსახლეობის მასხრად აგდება'' - მინისტრებმა ხეობის "მცველებთან" გამართული შეხვედრა დატოვეს
რიონის ხეობაში კომპანია ,,ენკა'' სამუშაოებს აგრძელებს
"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

,,ენკა'' რიონის ხეობაში მუშაობას დროებით აჩერებს
„აუცილებელი პირობაა, რომ შეჩერდეს სამუშაოები“ -  რიონის „მცველები“  ხეობაში ჩასულ მინისტრებს
მინისტრები ნამახვანჰესის იმ მოწინააღმდეგეებთან ჩავიდნენ, რომლებმაც შეხვედრაზე უარი თქვეს
რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია მიმდინარეობს
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ



Print