ახალი ამბები
„მათი ბრალი იყო“ - მეუფე იოანე ჭყონდიდის ეპარქიაში ჟურნალისტების დაშავებაზე
FaceBook
"მათი ბრალი იყო" - ასე პასუხობს ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე იოანე ჭყონდიდის ეპარქიაში ჟურნალისტების დაშავების ფაქტს.

მღვდელმთავარი მედიის წარმომადგენლებს ხულიგნობასა და ექსტრემიზმში ადანაშაულებს. მისი თქმით, ასეთ შეხვედრებზე ჟურნალისტებს არაფერი ესაქმებათ.

"ის ფაქტი, რომ ჟურნალისტები გადმოცვივდნენ, მათი ბრალი იყო. ნუ აბრალებენ სხვას. ეს ხულიგნობაა, აქ ჟურნალისტობა  საერთოდ არაფერ შუაში  არ არის. მიზანი თუ იყო, რომ ჩაშლილიყო ეს შეხვედრა, ეს ჟურნალისტის საქმე ეს არ არის. ეს არის ექსტრემიზმი და უპატივცემულობა. ეს არის ძალადობა. იქ იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლაც", - განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფე  იოანე ერთადერთი  სასულიერო პირი არ არის, რომელიც ასეთი აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩევა ჟურნალისტების მიმართ.  ვანი-ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონიც აცხადებს, რომ ჟურნალისტს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისთვის კითხვის დასასმელად კურთხევა სჭირდება.

8 მარტს, მარტვილში ათამდე ადამიანი დაშავდა. ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, სადაც ახლადდანიშნულ მიტროპოლიტი სტეფანე კრებას ატარებდა, რეზიდენციაში მრევლი მივიდა, რომელიც ეპარქიაში მის დანიშვნას აპროტესტებდა. დაპირისპირების დროს ჟურნალიტები შენობის აივანზე იდგნენ,  რა დროსაც აივანს მოაჯირი მოძვრა და მედიის წარმომადგენლები  მეორე სართულიდან გადმოცვივდნენ. მომხდარის შედეგად,ჟურნალისტებმა სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
Print