ახალი ამბები
“ტვ პირველის" საქმე - სასამართლომ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა
FaceBook
სასამართლომ "TV პირველიდან" პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა.

პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებული კონფიდენციალური წყაროს მიერ "TV პირველისთვის" გადაცემულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობას და წყაროს მიერ "TV პირველისთვის" გადაცემულ კონვერტს ან სხვაგვარ შეფუთვას, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის გადაცემას ითხოვს.

Სასამართლოს გადაწყევეტილების კანონთან წინააღმდეგობაზე მიუთითებენ იურისტები და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლზე აპელირებენ. Სადაც მითითებულია რომ:

1. მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება:..
თ) ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

გავრცელდა ინფორმაცია პროკურატურის ტელეკომპანიაში შეჭრის შესახებ, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ეს ინფორმაცია უარყო.

„საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა ის ფაქტი, რომ სასამართლომ პროკურატურას  კონფიდენციალური წყაროს მიერ "TV პირველისთვის" გადაცემულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობას და წყაროს მიერ  „TV პირველისთვის" გადაცემულ კონვერტს ან სხვაგვარ შეფუთვის ამოღების უფლება აძლევს მედიექსოპერტებიდან შეფასდა როგორც სიტყვიოს ტავსიუფლების დანგრევის მცდელობა.

"წყარო, რომელიც აწვდის ჟურნალისტს ინფორმაციას, პროფესიული საიდუმლოების წყაროა და შესაბამისად, ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ეს წყარო, რამდენადაც თავად წყაროა დაცული აბსოლუტური პრივილეგიით. შესაბამისად, როდესაც იწყებს პროკურატურა რაიმე ტიპის გამოძიებას მისთვის მთავარი საგანი არ უნდა იყოს ინფორმაციის წყაროს გარკვევა. თუ ძალიან უნდა არკვიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მან არ შეიძლება პირდაპირ ან ირიბად მოითხოვოს ამ წყაროს გათქმა ჟურნალისტისგან" – ამბობს ზვიად ქორიძე "ნეტგაზეთთან" საუბრისას".

ტვ პირველის გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი", სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

Print