ახალი ამბები
ავტობანზე აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრის პირობით დაიშალნენ
FaceBook
ქუთაისი-თბილისის გზაზე გამართული  აქციის მონაწილეები, რომლებიც საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ, 11 მარტს გუბერნატორთან შეხვედრას ელოდებიან.

მძღოლები სწორედ ამ პირობით დაიშალნენ. ზვიად შალამბერიძეს აქციის მონაწილეები სამხარეო ადმინისტრაციაში უნდა შეხვდნენ.

"ეს არის წყლის ნაყვა და სხვა არაფერი. ყველა ხედავს, რომ არანაირ დათმობაზე არ მოდის ხელისუფლება. ხალხის არც ერთ პროტესტს არ უსმენს, იქნება ეს ნამახვანჰესი, გაზრდილი ფასები თუ სხვა. ახლა მათ ჰგონიათ, რომ ძალაუფლება მათ ხელშია, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება", - ამბობს ოპოზიციონერი გოგი წულაია.

მძღოლებმა საწვავზე გაზრდილი ფასები ქუთაისი-თბილისის გზაზე გააპროტესტეს. მათ მაგისტრალზე ავტომანქანები გააჩერეს და გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებთან იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, ლევან კიკნაველიძე მივიდა, რომელმაც მძღოლებს პირობა მისცა, რომ გუბერნატორთან შეხვედრა შედგება.


11 მარტის მონაცემებით საწვავის ფასები:

"ვისოლი"


ეურო რეგულარი - 2.47 ლარი ;

ეკო სუპერ - 2.78 ლარი;

ეკო პრემიუმი - 2.68 ლარი ;

ეკო დიზელი  -2. 68 ლარი;

ეურო დიზელი - 2.62 ლარი;

ეურო დიზელ ენერჯი - 2.55 ლარი;

ვისოლ დიზელი - 1.39 ლარი;

კომპანია "გალფი":

G-Force სუპერი - 2.78 ლარი;

G-Force პრემიუმი - 2.68 ლარი;

G-Force ევრო რეგულარი - 2.52 ლარი ;

ევრო რეგულარი - 2.46 ლარი;

G-Force ევრო დიზელი - 2.68 ლარი ;

ევრო დიზელი - 2.62 ლარი;

გაზი - 1.37 ლარი;
Print