ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრში ორ პრემიერას წარმოადგენენ
FaceBook
ქუთაისის თოჯინების თეატრში სპექტაკლების ნახვა აპრილის პირველი რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი.

აღდგება ძველი სპექტაკლები. ასევე, წარმოდგენილი იქნება ორი ახალი სპექტაკლი.

"Სასაცილო იხვის ჭუკისა" და "მუსიკის ჰანგების" პრემიერებს სეზონის ბოლომდე აჩვენებენ თოჯინების თეატრში.

თეატრში Სპექტაკლებს შაბათ-კვირას უჩვენებენ.

"Სკოლებთან ურთიერთობები ისე ვერ გაგრძელდება როგორც იყო. ცნობილი მიზეზების გამო ზოგი კლასი ონლაინ მუშაობს და ზოგი სკოლა დახურულია ვირუსის გამო. ამიტომ მიმდინარე სპექტაკლებს ჩვეულებრივად გავუშვებთ შაბათ-კვირას", - ამბობს თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.

Სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, თეატრში Მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

"ფორმაში ჩადგომა არ გაგვიჭირდება", - ამბობს ლევან გაბრიჭიძე.

თეატრმა სეზონი ოქტომბერში ღია სივრცეში გახსნა. თუმცა გართულებული ეპიდსიტუაციის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიზეზით მუშაობა ვერ გააგრძელა.

Მთავრობის გადაწყვეტილებით თეატრებში სპექტაკლების ჩვენება პირველი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

Print