ახალი ამბები
"გვექნება პერმანენტული აქციები" - პროტესტი საწვავზე გაზრდილ ფასებზე
FaceBook
საწვავზე გაზრდილი ფასები ქუთაისში მორიგი აქციით გააპროტესტეს.

ავტომობილების მფლობელები, ტაქსის მძღოლები და აქტივისტები მესამედ შეიკრიბნენ და გაორმაგებული ფასები გააპროტესტეს. ისინი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ საწვავი ყოველდღიურად იზრდება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ავტომფლობელებისთვის.

დღესვე გეგმავენ ავტობანის გადაკეტვას, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

"მესამე აქციას ვმართავთ, რადგან შედეგი არ გვაქვს. ყოველდღიურად იმატებს საწვავის ფასი და ავტომატურად იზრდება ყველა პროდუქტზე ფასი. მოვმართავთ ხელისუფლებას, დროულად მოახდინოს რეაგირება. დღეს ვაპირებთ ავტობანზე დავაყენოთ მანქანები, ეს იქნება გამაფრთხილებელო, თუ შედეგი არ მოყვება პერმანენტულ აქციებს გვექნება", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

დღევანდელი მონაცემებით, "ვისოლზე" საწვავის ფასები:

ეურო რეგულარი - 2.47 ლარი ; 

ეკო სუპერ - 2.78 ლარი;

ეკო პრემიუმი - 2.68 ლარი ;

ეკო დიზელი  -2. 68 ლარი;

ეურო დიზელი - 2.62 ლარი;

ეურო დიზელ ენერჯი - 2.55 ლარი;

ვისოლ დიზელი - 1.39 ლარი;

კომპნია "გალფის" ფასები:

G-Force სუპერი - 2.78 ლარი;

G-Force პრემიუმი - 2.68 ლარი;

G-Force ევრო რეგულარი - 2.52 ლარი ; 

ევრო რეგულარი - 2.46 ლარი; 

G-Force ევრო დიზელი - 2.68 ლარი ; 

ევრო დიზელი - 2.62 ლარი;

გაზი - 1.37 ლარი;
Print