ახალი ამბები
ქუთაისში, მამაკაცი, რომელმაც მეგობარს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, დააკავეს
FaceBook
ქუთაისში  განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ს.  დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მასთან სტუმრად მყოფ მეგობარს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა, სადაც მიმდინარე წლის 10 მარტს გარდაიცვალა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print