ახალი ამბები
გარევაჭრობა მერიის შესასვლელთან
FaceBook
ქუთაისის მერიის წინ მოვაჭრეებმა დემონსტრაციულად სხვადასხვა პროდუქტი მიიტანეს და გარევაჭრობა გამართეს.
მოვაჭრეების თქმით, ბაზრის ადმინისტრაციამ გადასახადი ათი ლარით გაზარდა და იძულებული გახდნენ, პროტესტი ამ ფორმით გამოხატონ. ისინი ამბობენ, რომ გაზრდილ გადასახადს ვერ გადაიხდიან და მერიას ადმინისტრაციასთან შუამდგომლობას სთხოვენ.




მათი მოთხოვნა არსებული გადასახადის შენარჩუნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გააგრძელებას აანონსებენ. ნიკეას ბაზრის ადმინისტრაციამ მოვაჭრეებს გადასახადი დღეიდან გაუძვირა. მოვაჭრეებმა მუშაობაზე უარი თქვეს.

მოვაჭრეებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა. მოვაჭრეების თქმით, მერმა უთხრა, რომ ბაზარი კერძო საკუთრებაა და ის უშუალოდ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა პრობლემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციას დაელაპარაკება.

მოვაჭრეები გადაწყვეტილებას ხვალამდე ელოდებიან, უარის შემთხვევაში პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ.
Print