ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა.
გიგა სადილიანის ახლობლები დამნაშავის დასჯას და პროკურორის შეცვლას მოითხოვენ. მათი თქმით, ბექა ნემსიწვერიძე ველოსიპედით მოძრავ 19 წლის ახალგაზრდას დაეჯახა, რომელიც ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახის მტკიცებით, გამომძიებელმა გიორგი გოგბერაშვილმა ბექა ნემსიწვერიძე არ დააკავა, არ შეამოწმა ნარკოტიკებზე და სიმთვრალეზე, არ ამოიღო მობილური ტელეფონი და არ მოახდინა შემთხვევის ადგილის სრულყოფილი დათვალიერება და გარდაცვლილის ოჯახი დაზარალებულად არ ცნეს.

აქციის მონაწილეები რეალურ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პროკურატურასთან შიმშილობას დაიწყებენ.

შემთხვევა ქუთაისში 2020 წელს მოხდა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.


Print