ახალი ამბები
რიონის ხეობაში კომპანია ,,ენკა'' სამუშაოებს აგრძელებს
FaceBook
5 მარტის შეთანხმების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც, კომპანია "ენკას" რიონის ხეობაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები დროებით უნდა შეეჩერებინა, პროცესი არ შეწყვეტილა.

კომპანიაში ამბობენ, რომ კომპლექსური სამუშაოები გრძელდება. მათ შორის, მუშაობა მიმდინარეობს ზემო ნამახვნში ჰესის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მიღებაზე.

"საველე სამუშაოები მიმდინარეობს ამინდზე დამოკიდებული გრაფიკით. მათ შორის, ვმუშაობთ ნებართვის აღების კუთხით, რომელიც უკავშირდება ზემო ნამახვნის ნაწილს", -
განმარტავს კომპანია ,,ენკას''პრესსამსახურის წარმომადგენელი ირინა პეტრიაშვილი  "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

კონპანიის თქმით, დღეს გზის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა.

5 მარტს, ეკონომიკისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრები რიონის ხოებაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღდგეებს შეხვდნენ.

ნათია თურნავამ, რიონის ხეობის ,,მცველებს'' უთხრა , რომ კომპანია ,,ენკა'' სამშენებლო სამუშაოებს დროებით შეაჩერებდა.

,,ჩვენ მივუბრუნდებით კომპანიას და ვთხოვთ, დროებით შეწყვიტოს სამუშაოები. ალბათ, სწორი იქნება, მოლაპარაკება არა ტექნიკის გუგუნის ფონზე, მშვიდ გარემოში წარიმართოს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ცაგერის კულტურის სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ. იქ სადაც ხეობის "მცველებს" თვეებია კარვები აქვთ გაშლილი.

4 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს, ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით რეგიონში ჩასვლა, მოსახლეობასთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. ადგილობრივებმა 9 მარტს კარავში 135-ე ღამე გაათენეს. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.

დღეს, პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე ჰესების მშენებლობა განიხილეს. განხილვას რიონის ხეობის ,,მცველებიც'' ესწრებოდნენ.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:

"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

,,ენკა'' რიონის ხეობაში მუშაობას დროებით აჩერებს
„აუცილებელი პირობაა, რომ შეჩერდეს სამუშაოები“ -  რიონის „მცველები“  ხეობაში ჩასულ მინისტრებს
მინისტრები ნამახვანჰესის იმ მოწინააღმდეგეებთან ჩავიდნენ, რომლებმაც შეხვედრაზე უარი თქვეს
რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია მიმდინარეობს
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print