ახალი ამბები
გამოფენა ერთი წლის შემდეგ (ფოტო)
FaceBook
მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის საგამოფენო დარბაზში "ვარლა" გამოფენა გაიმართა.

გამოფენა ქალებს მიეძღვნა და დარბაზში უმეტესად ქალი ავტორების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

"ვარლამ" მის დახურულ სივრცეში გამოფენას ერთწლიანი პაუზის შემდეგ უმასპინძლა.

პანდემიის გამო საგამოფენო დარბაზები საქართველოში თითქმის ერთი წლით დაიხურა.

ამ ერთი წლის განმავლობაში „ვარლაში“გაიმართა ონლაინ გამოფენა.

ამ პერიოდშივე მოეწყო მხატვართა კავშირის პლენერი დაბა შეკვეთილსა და თიანეთში.

თიანეთის პლენერის ნამუშევრებს სივრცე "ქუთაისელ ქალ მხატვართა ნამუშვრების " გამოფენაზეც დაეთმო.

წარმოდგენილი იყო პლენერში მონაწილე 13 მხატვრის ზამთრის პეიზაჟები.

"ვარლას" სივრცეში 20 ქუთაისელი ქალი მხატვრის 30- მდე ნამუშევარი გამოიფინა.


ია სვანიძე „წლების შემდეგ“

ნინო კიკვაძე, ნატურმორტი

მაია სინაურიძე „იდუმალი სამყარო“

ირმა კუხიანიძე,  უსათაურო

ასლან მუშკუდიანი „დაბა სიონი“

ვალერი მეძმარიაშვილი, პეიზაჟი

საგამოფენო დარბაზი „ვარლა“


მთავარი ფოტო: ქრისტინე რობაქიძე „ჩვენ“
Print