ახალი ამბები
"ტტრი ტტრი კამანდა" - საპროტესტო აქცია ქუთაისში
FaceBook
"ტტრი ტტრი კამანდა",  "15 წლის ბავშვი შევაშინოთ დონ";  "ვაკეთებთ იმას, რაც ბერას უნდა", - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილის აუდიო ჩანაწერს გამოეხმაურნენ. გავრცელებულ ჩანაწერში ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილს, სოციალურ ქსელში მისი მისამართით გაკეთებული  ნეგატიური კომენტარების ავტორების დასჯას სთხოვს.

აქციაზე შეკრებილები აუდიო ჩანაწერში მონაწილე პირების დასჯას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

"რეჟიმი არის გაშიშვლებული და მისი რეალური სახე არის ძალადობრივი. პროტესტი გარეთ უნდა გამოვიდეს. ფეისბუქზე პროტესტი არ არის საკმარისი. კარგია ევროპელი მეგობრების დახმარებაც, მაგრამ ესეც ვერ გადაჭრის ჩვენს პრობლემას. ამიტომ, ეს საპროტესტო ტალღა უნდა გაიშალოს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები, იმისთვის რომ შევცვალოთ ეს ძალადობრივი რეჟიმი"
,- აცხადებენ აქციაზე.

ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის სატელეფონო ჩანაწერი რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
Print