ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 275 პაციენტი მკურნალობს. მათგან 84 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 12 პირი.

კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებული 4 პაციენტია. თვითიზოლაციაში 949.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 591 პირი დაიღუპა
Print