ახალი ამბები
8 მარტს მუნიციპალური ტრანსპორტი ქალბატონებს უფასოდ მოემსახურება
FaceBook
8 მარტს ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება, თუმცა, მხოლოდ ქალბატონებისთვის.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერია ერთდღიან საჩუქარს აწესებს. ქალბატონებს უფასო ტრანსპორტით სარგებლობა სამუშაო დღის დასრულებამდე შეეძლებათ.

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.

8 მარტს ქალბატონებს სიმბოლურად ყვავილებს ჩუქნიან.
Print