ახალი ამბები
ვანში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
FaceBook
ვანში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.


უწყების ცნობით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული გ.მ.
მას ბრალად სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი''-, განმარტავენ უწყებაში
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით .
Print
თეგები: #ვანი #შსს