ახალი ამბები
7 მარტიდან საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანად დაიკლებს
12:22 / 06.03.2021
7 მარტს საქართველოში (ძირითადად
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი,
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე
მოსალოდნელია 3-4 ბალიანი ღელვა.
7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია
ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს
მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან
ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა -
გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები