ახალი ამბები
არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა
FaceBook
არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის სასჯელი გამკაცრდა და უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.
ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

"სამინისტროს ინიციატივით მიღებულ იქნა ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის სასჯელი გამკაცრდა და უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები,"-
განმარტა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურის თქმით, მოძალადის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი, რაც მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდას უზრუნველყოფს.

არასწრულწლოვნის გაუპატიურება ამდრომდე  შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.



Print