ახალი ამბები
ქუთაისის სამი სკოლა დისტანციურ სწავლაზე გადავიდა
FaceBook
ქუთაისის სამ სკოლაში (მე-12 , 29-ე და 33-ე) სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა.

"ის სკოლები, რომლებიც გადავიდა დისტანციურ სწავლაზე, არდადაგების დასრულების შემდეგ შეძლებენ ისევ ოთახებში განახლონ საგაკვეთილო პროცესი", -
ამბობს მაია ცქიტიშვილი.

მისი თქმით, ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციურზე გადასვლის მსურველების რაოდენობამ დაიკლო.

საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში 8-დან დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა, სადაც საგაკვეთილო პროცესი საკლასო ოთახებში 15 თებერვალს განახლდა.  



Print