ახალი ამბები
ახალი რეგულაციები და ნაწილობრივ გაზრდილი ფასები - რა დაგხვდებათ ქუთაისის ბარ-რესტორნებში
FaceBook
ქუთაისში, 50-მდე ბარ-რესტორანი  დღეიდან  დახურულ სივრცეშიც განაახლებს მუშაობას.

თუმცა, ბიზნესის მეპატრონეებს ობიექტების გახსნა ახალი რეგულაციებით და რიგ კერძებზე მომატებული ფასებით უწევთ.

ალექსანდრე მშვილდაძე ქუთაისში კვების ორი ობიექტის: რესტორან ,,აგერარის" და ,,ამისთანას" (ყოფილი "ალმანო") დამფუძნებელია.

ალექსანდრე გვიყვება, რომ ფასები ნაწილობრივ მომატებულია, რადგან ბაზარში შეძენილი პროდუქტის გაზრდილი ტარიფი აისახება რესტორანზეც.

,,ხაჭაპურზე, მაგალითად, მოგვიწია ფასის გაზრდა, რადგან ყველის ფასიც და ფქვილის ფასიც გაზრდილია, დანარჩენზე ვცდილობთ შევინარჩუნოთ იგივე ფასი რაც გვქონდა," - ამბობს ალექსანდრე მშვილდაძე.




მისი თქმით,  პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, იძულებული გახდა,  "ბარ რესტორანი "ალმანო"  სწრაფი კვების ობიექტად (,,ამისთანა") გადაეკეთებინა:

"ალმანოში" კარაოკე საღამოები იმართებოდა, პანდემიის გამო იძულებული გავხდით სწრაფი კვების ობიექტად გადაგვეკეთებია და გატანაზე გვემუშავა, ახლა  "ამისთანაა", რომელიც პანდემიურ რეგულაციებს მოვარგეთ".


კაფე-ბარი ,,ალმანო", რომელმაც ფუნქცია შიცვალა და სწრაფი კვების ობიექტი გახდა

პროდუქტების ფასის გაზრდამ, როგორც თავად ამბობენ,  არ იმოქმედა ბარ-რესტორან ,,პაპავეროზე".

რესტორნის მენეჯერის თქმით, ყველაფრის მიუხედავად ძველი ფასები შეინარჩუნეს.

"ძველი ფასებით ვერგებით დამატებით რეგულაციებს",-
ამბობს ბარ-რესტორან ,,პაპავეროს" მენეჯერი.




პანდემიური რეგულაციების გამო ფინანსური პრობლემებით რესტორანმა "დები"  მუშაობა დროებით შეაჩერა. ისინი მუშაობას, სხვა სივრცეში, მაისში განაახლებენ. 

,,დების" დამფუძნებელი ამბობს, რომ ფართის მეპატრონემ დახურული რესტორნის ფონზე,  არსებული მდგომარება არ გაითვალისწინა.

"ფართში ისევ ვიხდიდით იჯარის თანხას, მიუხედვაად იმისა რომ დახურული იყო რესტორანი, ამიტომ გადავწყიტეთ ახალ ფართში გადასვლა და მაისში გავიხსნებით სავარაუდოდ," - ამბობს რესტორან ,,დების" დამფუძნებელი ეკა შალამბერიძე.

ბარ-რესტორნებს, 8 მარტიდან დამატებით ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ. ერთ მაგიდაზე შესაძლებელია მხოლოდ 4 პერსონის განთავსება შიდა სივრცეში, ხოლო გარე სივრცეში - 7 ადამიანის, გარდა ამ სეზღუდვებისა ასევე აკრძალულია ცოცხალი მუსიკის შესრულება. რესტორნების უმეტესობა თანხმდება, იმაზე, რომ რეგულაციები მათი ბიზნესისთვის ნაკლებად მომგებიანია.

კოვიდპანდემიის გამო კაფე-ბარებს მუშაობის უფლება ორი თვის წინ შეეზღუდათ. რესტორნების უმეტესობა მიტანის სერვისზე გადავიდა.

15 თებერვლიდან მთავრობამ კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ღია სივრცეში მისცა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების მიხედვით, რესტორნებში მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია, სკამებს შორის მანძილი კი არანაკლებ ერთი მეტრი უნდა იყოს. თუ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, რესტორანმა უნდა უზურნველყონ დროებითი დამცავი ბარიერის მოწყობა. ასევე, აკრძალულია ბარმენებთან პირდაპირი კონტაქტი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.