ახალი ამბები
"ჩვენ ველოდებით ჯანსაღ კომუნიკაციას'' - რიონის ხეობის აქტივისტები
FaceBook
რიონის ხეობის ,,მცველები'' ნამახვანში იმყოფებიან და ცაგერში მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ.

მათი ამ გადაწყვეტილების  მიზეზი   მინისტრებთან შეხვედრის  დახურული ფორმატი გახდა, რომელსაც თავდაპირველად სთავაზობდნენ.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, მათთვის გაუგებარია რატომ მისცეს ახლა მედიასაშუალებებს გადაღების უფლება.

"მინისტრებს თავიდანვე ჰქონდათ დავალება, რომ ჩვენთან უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ ჩვენ დახურულ შეხვედრაზე არ დავთანხმდით, ახლა ვხედავთ, რომ ფორმატი შეუცვლიათ. ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, თუ ვინმეს უნდა ჩვენთან შეხვედრა ეს აუცილებლად იქნება ღია და საჯარო. ყველამ უნდა გაიგოს რას გვეტყვიან მინისტრები და რას ვეტყვით ჩვენ, ამიტომ ველოდებით ჯანსაღ კომუნიკაციას, რომელსაც დაესწრება მედიაც", -  განმარტავს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.

გოლეთიანის თქმით, შეხვედრა, რომელიც ამ დროისთვის ცაგერის კულტურის სახლში მიმნდინარეობს პიარკამპანიის ხასიათისაა.

ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს, რიონის ხეობაში ჩასვლა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დაავალა. მინისტრებთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამდნენ ადგილობრივები, თუმცა, შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ დიალოგი დახურულ რეჟიმში, მედიის გარეშე გაიმართებოდა.

ადგილობრივებთან შეხვედრამდე, რომლებიც 433 მგვტ. ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა განცხადებები გააკეთეს. დავითაშვილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად მიიჩნევს, რომ რიონის ხეობის მოსახლეობას ინფორმირების პრობლემა აქვს და კონკრეტული ჯგუფები, რომლებსაც ის "ვითომ ექსპერტებს" უწოდებს, ადგილობრივების გრძნობებს მათ სასარგებლოდ იყენებენ. ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავა კი პროექტს, რომელსაც სპეციალისტები საფრთხისშემცველად მიიჩნევენ, ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილს უწოდებს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
რიონის ხეობის მცველები ნამოხვანშე 130-ე ღამეა ღია ცის ქვეშ აპროტესტებენ ჰესების კასკადის მშენებლობას.

ამავე თემაზე:

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ
„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია მიმდინარეობს
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს

რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print