ახალი ამბები
„ნამახვანჰესის“ პროექტზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება
FaceBook
ხელისუფლება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტით მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ დაინტერესდა.

ქუთაისში გამართული ხალხმრავალი აქციიდან ოთხ დღეში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს ხეობაში ჩასვლა დაავალა. პარლამენტმა კი ჰესის პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების მოსმენა მოითხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საზოგადოებას აქვს წუხილი და კითხვები ამ საკითხზე და მთავრობის მხრიდან არსებობს მზაობა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ამომწურავი მოსმენა გამართოს.

"ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით პასუხებს იმ კითხვებზე, რამაც მათი წუხილი და პროტესტი გამოიწვია. კარგია, რომ მინისტრებმა მიიღეს დავალებები, ადგილზე ჩავიდნენ და ჰქონდეთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, თუმცა ამ სფეროში პარლამენტს თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში. ჩვენ ამ ფორმატს გამოვიყენებთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პოზიციის უცვლელობის მიუხედავად, მინისტრებთან შეხვედრაზე თანხმობას აცხადებენ ხეობის მცველები და ამბობენ, რომ საჭიროა დიალოგის ფორმატის შექმნა, სადაც სპეციალისტებიც იქნებიან ჩართული.

აქციის შემდეგ გამოეხმაურა ჰესის მშენებლობის საკითხს ქუთაისის მაჟორიტარიც. ზაზა ლომინაძემ პროტესტის მიზეზად ჰესთან დაკავშირებით ადგილობრივების არაინფორმირებულობა დაასახელა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


ამავე თემაზე:


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print