ახალი ამბები
ქუთაისში საბავშვო ბაღის ეზოში ავტომანქანა შევარდა
FaceBook
"სახელმწიფოზე მიყენებულ ზიანს დანაშაულში მხილებული დაფარავს"


დღეს ქუთაისში სულხან - საბას დასახლებაში ახლადაშენებული საბავშვო ბაღის ეზოში ავტომანქანა შევარდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა რკინაბეტონის კონსტრუქცია და ღობე.

"ამდრომდე უცნობია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა. მძღოლმა სავარაუდოდ დაუდევრობის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილი მიატოვა," - აცხდებენ ქუთაისის მერიაში.

მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო ქუთაისის საპატრულო პოლიციამ.

შემთხვევის ადგილზე ქუთაისის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ.

ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, ახლადაშენებული ბაღი ერთ კვირაში უნდა გახსნილიყო. "სწრაფად მოვახდენთ ღობის აღდგენას, ხოლო სახელმწიფოზე მიყენებულ ზიანს დანაშაულში მხილებული დაფარავს," - აცხადებს ბასილაძე.

ქუთაისში ორი ახალი ბაღი აშენდა, რამდენიმე ბაღზე მიშენება მიმდინარეობს, ასევე 31-ე ბაღს რეკონსტრუქცია უტარდება. სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
Print