ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 241 პაციენტი მკურნალობს. მათგან 64 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 10 პირი.

კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებული 9 პაციენტია. თვითიზოლაციაში 694.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 133 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  271 872-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 276 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 081-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 553 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 678 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 222 პისიარ ტესტით.
Print