ახალი ამბები
რა სურთ დედებს და შვილებს - სახალისო კითხვები და პასუხები
FaceBook
Რამდენად კარგად იცნობენ შვილები დედებს და დედები შვილებს?

Რა სურთ დედებს შვილებისთვის და რას ისურვებენ შვილები დედისთვის? 

3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისიპოსტმა ოთხი, ერთი და იგივე შეკითხვა დაუსვა დედებს და შვილებს, იმის გასარკვევად რამდენად ემთხვეოდა მათი სურვილები ერთმანეთს. 

პასუხები სხვადასხვაა, თუმცა დედები ერთ რამეში თანხმდებიან, მათი შვილებისთვის მთავარი არამატერიალური ღირებულებებია - ჯანმრთელობა და ბედნიერება. 

ბავშვები კონკრეტულ საჩუქრებში ხედავენ დედების გახარების საფუძველს. მათ შორის რატომღაც წითელი მანქანის ჩუქებაა პრიორიტეტული.

თუმცა ბავშვებიც ერთ რამეში თანხმდებიან - უნდათ დედები დიდხანს, დიდხანს იყვნენ მათ გვერდით.




5 წლის ანნა ასათიანი და მისი დედა გულო გეგეჭკორი


9 წლის ნინი ყანჩაველი და დედა - სოფო ყანჩაველი


8 წლის ანასტასია ფუნცხვანიძე და დედა - იზა ხუხია


8 წლის სესილი კაჭახიძე და დედა - ანა სალდაძე
Print