ახალი ამბები
თურქეთში დროებითი დასაქმების მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
თურქეთში დროებით დასაქმების მსურველთათვის ხელახალი რეგისტრაცია შესაძლებელია.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"ანკარაში საქართველოს საელჩოს რეკომენდაციითა და აქტიური ჩართულობით ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამიერიდან, შესაძლებელი იქნება თურქეთის რესპუბლიკაში ჩამოსვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა ხელახალი რეგისტრაცია სისტემაში. კერძოდ, იმ პირებს, რომელთაც ერთხელ უკვე ისარგებლეს მოწვევის წერილის საფუძველზე დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, შეეძლებათ, კვლავ გაიარონ ავტორიზაცია ხსენებული სააგენტოს ვებ-გვერდზე abroadworkers.moh.gov.ge პირადი მონაცემების გამოყენებით და ხელახლა ატვირთონ განაცხადი," – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს განცხადებით, აუცილებელია მოქალაქეებმა თან იქონიონ 2021 წელს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მოწვევის წერილი და მისი თარგმანი ქართულ ენაზე.

კორონაპანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდან თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია.

2020 წლის 3 აგვისტოდან კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში სამუშაოდ წასვლის დროებითი წესი მოქმედებს.

თურქეთში შესვლისთვის აუცილებელია ოფიციალური მიწვევა დამსაქმებლისგან.
Print