ახალი ამბები
ჭიათურაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
FaceBook
ჭიათურიდან დაკარგულ მამაკაცს, მცხეთა-თბილისის გზაზე მანქანა დაეჯახა.
''წუხელ გარდაცვლილი იპოვეს, მადლობა ვინც გულთან მიიტანა და გვეხმარებოდა მის ძებნაში'' -, ამბობს ოჯახის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სსკ-ის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ორმოც წლამდე მამაკაცი 27 თებერვალს საჩხერე-ჭიათურის გზაზე დაიკარგა.

ოჯახი მას სამი დღე ეძებდა.
Print