ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა - რა იცვლება მკითხველისთვის
FaceBook

ქუთაისის საჯარო ბიბილიოთეკამ მუშაობა განაახლა და თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველი მკითხველებიც მიიღო.

მათ სხვადასხვა რეგულაციის დაცვა მოუხდათ, მათ შორის თერმოსკრინინგი და პირბადის ტარების ვალდებულება.

ბიბლიოთეკაში რეგულაციები აისახა ინტერიერზეც. გაიზარდა დისტანცია სამკითხველო დარბაზში მაგიდებს შორის.

მკითხველებს დარბაზში მუშაობა არ ეკრძალებათ. თუმცა, კითხვის პროცესში პირბადეს ვერ მოიხსნიან.

ბიბლიოთეკიდან არ იკრძალება არც წიგნების გატანა. დაბრუნებული წიგნი გაივლის დეზინფექციას.

"წიგნი იწმინდება, მაგრამ მაშინვე არ ბრუნდება თაროზე. ინფექცია რომ არ გავრცელდეს, ცოტა ხნით ცალკე მიეჩინება ადგილი", - ამბობს ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამასახურის ხელმძღვანელი ციცი ჯინჯიხაძე.

ბიბლიოთეკა წიგნების განახლებულ ფონდს ახვედრებს მკითხველებს.

გაჩნდა ახალი სივრცე კომპიუტერული ტექნიკისთვისაც.

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში მილიონზე მეტი წიგნი ინახება. მათ შორის უნიკალური გამოცემებიც.

ბიბლიოთეკამ მუშაობა გასული წლის მარტში შეაჩერა. 

Print