ახალი ამბები
"მეორე მსოფლიო ომი სამარცხვინო იყო" - საჯარო ლექცია ომის ანალიზზე ქუთაისში
FaceBook
მეორე მსოფლიო ომის იყო სამარცხვინო ომი მსოფლიო ისტორიაში, რომელმაც 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

- განმარტა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში მეორე მსოფლიო ომის ანალიზის თემატიკაზე ჩატარებულ ლექციაზე ისტორიკოსმა ანა გედენიძემ.

აღნიშნული ლექცია არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული თაობის" და ქართულ-უკრაინული უნივერსიტეტის ინიციატივით შედგა. ლექციაზე მოწვეული იყვნენ მეორე საარტილერიო, მეორე და მესამე ქვეითი ბრიგადის ოფიცრები, ასევე, გიორგი კვენეტაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმის სტუდნეტები და ისტორიკოსები.

ისტორიკოს  ანა გედენიძის განმარტებით, მეორე მსოფლიო ომი იყო გერმანიის მიერ წამოწყებული, რადგან ეს უკანასკენლი პირველი მსოფლიო ომის შედეგად დამარცხებულის პოზიციაზე აღმოჩნდა.

ლექციზე საუბარი შეეხო მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკურ ფიგურებსაც. ანა გედენიძის თქმით, უინსტონ ჩერჩილი, ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი - სწორედ ამ ადამიანის სახელებთან არის დაკავშირებული მეორე მსოფლიო ომი, წაგება და მოგება.

"ბევრი ისტორიკოსი ამბობს რომ ჰიტლერი იყო ფაშისტი, მაგრამ თუკი კარგად შევისწავლით მის საქმეებს და პოლიტიკურ მოღვაწეობას ის არ იყო ფაშისტი, ის ნაცისტი იყო", - განმარტა ისტორიკოსმა.

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.


მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია გამოეთიშნენ მსოფლიოს, როგორც ძლიერი სახელმწიფოები. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და მსოფლიოში ახლად გაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც 1940 გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უძლური იყო დაემარცხებინა გერმანია. ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%).
ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის.
Print