ახალი ამბები
პირველ ვიზიტორს საჩუქარი ელოდება - 2 მარტიდან ისტორიული მუზეუმი მუშაობას იწყებს
FaceBook
1 მარტიდან საქართველოს მუზეუმები მუშაობას განაახლებენ.

მთავარი სიახლე რაც დამთვალიერებელს დახვდება რეგულაციებია - დეზობარიერი, თერმოსკრინინგი და პირბადის ტარების ვალდებულება.

თუმცა ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში სხვა სიახლესაც, უფრო ზუსტად სიურპრიზს ამზადებენ. 2 მარტს პირველ ვიზიტორს. საჩუქარს გადასცემენ.

მუზეუმის წარმომადგენლების ინფორმაციით, 16 მარტს ახალი გამოფენა მზადდება სახელწოდებით "სამკაული და სახელმწიფოებრიობა".

"ახალი გამოფენებისთვის ვემზადებით. ერთი წელია საექსპოზიციო დარბაზებში ახალი გამოფენა არ გვქონია. რადგან მარტი ქალთა დღე არის, გამოფენაც მას მიეძღვნა", - ამბობს ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ნონა ქარციძე.

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში, რომელიც 1922 წელს დაარსდა, 150 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება.

მუზეუმებმა მუშაობა გასული წლის მარტში შეაჩერეს.

Print