ახალი ამბები
საქართველოს პირველობაზე ქუთაისელმა მოკრივეებმა ხუთი მედალი მოიპოვეს
FaceBook
საქართველოს პირველობაზე ქუთაისელმა მოკრივეებმა  2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კრივში საქართველოს პირველობა ბათუმში 25-28 თებერვალს ჩატარდა.

შეჯიბრებებში ქუთაისიდან  12 სპორტსმენი  მონაწილეობდა, მათგან საპრიზო ადგილზე 5 სპორტსმენი გავიდა.

პირველი ადგილ ორმა სპორტსმენი დემეტრე მიქაუტაძე (66კგ.წონით კატეგორია) და თემურ ქართველიშვილმა  (80კგ.წონით კატეგორია) მოიპოვა.

მეორე ადგილი საბა ერემეიშვილი და (54კგ. წონით კატეგორია) დავით მიქაუტაძე (57 კგ.წონით კატეგორია)

მესამე ადგილზე კი,  გიორგი ლეთოდიანი (50 კგ.წონით კატეგორია) გავიდა.

პირველ ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა ევროპის პირველობაზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვეს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში გაიმართება.

საქართველოს პირველობაზე ქუთაისელმა მოკრივეებმა ხუთი მედალი მოიპოვეს.




Print