ახალი ამბები
ბაღდათში, უმრავლესობის დეპუტატეტბმა ახალ ფრაქციაში გადაინაცვლეს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია გაჩნდა.

უმრავლესობის დეპუტატებმა ფრაქცია "ქართული-ოცნება მწვანეები" დატოვეს და "ქართული ოცნება-ბაღდათელები მომავლითვის" შექმეს.

ახალი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა დეპუტატებმა დატოვეს, პრესსამსახურში არ ადასტურებენ.

"ინფორმაცია, საკრებულოს უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მაჟორიტარი დეპუტატები გაბრიელ ღიბრაძე, ზაზა ზივზივაძე და დიმიტრი კიკნაველიძე საკრებულოში წარმოდგენილი იყვნენ ფრაქცია ,,ქართული ოცნება მწვანეების" სახით და მათივე განცხადების საფუძველზე, დატოვეს პარტია ,,მწვანეები" (რომლის წევრებიც იყვნენ) და არა "ქართული ოცნება,," - განმარტავენ პრესსამსახურში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი  26 თებერვლის სხდომაზე დამტკიცდა.
Print