ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრში Სპექტაკლების ჩვენებას აპრილის შუა რიცხვებიდან გეგმავენ
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში რეპეტიციებს 16 მარტიდან განაახლებენ.
Სოლისტები ორი კვირაა მუშაობენ კონცერტმეისტერთან  ერთად. თეატრში Სპექტაკლების ჩვენებას აპრილის შუა რიცხვებიდან გეგმავენ. 

""ყველამ რომ აკრიბოს ძალები და დავუბრუნდეთ  ჩვეულ რეჟიმს, რთული პროცესი იქნება, მაგრამ  იმდენად მონატრებულია სუყველა თავის პროფესიულ საქმიანობას, თუნდაც სახლიდან გასვლას და სამსახურში სიარულს, რომ  ვფიქრობ ფორმაში დროულად ჩადგომის პრობლემა არ იქნება. მალე ავკრებთ ძალებს და  დავუბრუნდებით  ჩვეულ ფორმას", - ამბობს ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი. 

ოპერაში განაახლებენ საპრემიერო სპექტაკლზე  მუშაობას. 

Ბიძინა კვერნაძის ოპერის  "იყო მერვესა წელსა" პრემიერა გასული წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ეპიდსიტუაციისა და დახურულ სივრცეში ღონისძიებების აკრძალვის გამო ჩვენება გადაიდო. 

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველი სპექტაკლი, რომელიც ოპერის შენობაში გაიმართება ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტე" იქნება. 

საოპერო თეატრში რეპეტიციებიც და სპექტაკლების ჩვენებაც რეგულაციების დაცვით უნდა წარიმართოს. 

თეატრში სამინისტროსგან რეგულაციების ახალ, დეტალურ გეგმას ელოდებიან. 

ოპერის თეატრმა მუშაობა გასული წლის 2 მარტს შეაჩერა. 

Სეზონი ღია ცის ქვეშ ე.წ. Მწვანე თეატრში გახსნეს, თუმცა ეპიდსიტუაციის გამო მუშაობა არ განუახლებიათ.
Print