ახალი ამბები
ქუთაისის სამ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი არ განახლებულა
FaceBook
1-ელი მარტიდან საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. ქუთაისში ბაღებში რეგისტრირებული 8 500 ბავშვიდან მხოლოდ 2 471 მივიდა.
მშობლები განმარტავენ, რომ არ არიან დარწმუნებული რამდენად უსაფრთხო გარემო იქნება.

"ვფიქრობ, ცოტა ხანი დაველოდები მოვლენების განვითარებას, სახლში უსაფრთხოდ არიან, ჯერჯერობით არ ვაპირებ გავუშვას"
, - ამბობს მშობელი სოფიო კუჭუხიძე.

ქალაქში სულ 37 საბავშვო ბაღებია, თუმცა სამ საბავშვო ფილიალში (N5, N29 და N37) სასწავლო პროცესი არ განახლებულა.

ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბაღის ყველა თანამშრომელს ორი დღით ადრე პისიარ კვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც სამ პედაგოგს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

სამივე ბაღი ორი კვირის შემდეგ განაახლებს მუშაობას.

ბაღების გაერთიანების დირექტორის დავით წიტაიშვილის თქმით, ბავშვების მიღებამდე შენობა დაალაგეს და სურსათით მოამარაგეს.

საბავშვო ბაღები კოვიდპანმდემიით გათვალისწინებული რეკომენდაციით მუშაობენ:

მშობლები ბავშვებს მხოლოდ შენობამდე მიიყვანენ;

აღმზრდელებს ყოველდღიურად ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში თუკი რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა გადაიყვანენ იზოლაციაში.

ბაღებში პირბადის ტარება სავალდებულოა აღმზრდელების გარდა, მზარეულებისთვისაც.

პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2020 წლის ნოემბერში შეწყდა.
Print